ამათმა ხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდა უნდოდეთ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ ცხოვრებას

ამათმა ხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდა უნდოდეთ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ ცხოვრებას

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს:

მე ვიყავი პირადად ის ადამიანი ვინც გიჟივით მოვარდი ამ დარბაზში და ირაკლი კობახიძესთან, პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით იმ წამსვე ჩავშალე სხდომა მოვედი თუ არა - ეს იყო ჩვენი რეაქცია და საღამოს არც ერთი რუსი დეპუტატი, დუმის დეპუტატი არ იყო თბილისში, ეს იყო ჩვენი რეაქცია მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლებელია ეს დაენახა, არ დაინახავდა და ამაზე რეაგირება იცი რა მოაყოლეს, გარეთ გამოსული ადამიანები ახალგაზრდები უმეტეს წილად იმათი ემოცია მართეს ნაწილის სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაწილი სახლში წავიდა მაგათი სახეები რომ დაინახა ისე რომ საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ ვნახეთ და ეხლა, როდესაც ერთი სიტყვა ვთქვი ერთი ფრაზა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე რა გამოიწვია ამან შეხედეთ ძალიან კარგად არ უნდათ ამათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, არც სამართლებრივი მითუმეტეს რაში სჭირდებათ და რისი თავი აქვთ ამათ რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა აიღონ, ამათ სჭირდებათ მხოლოდ ობსტრუქცია, მხოლოდ გადატრიალება, მხოლოდ ავტოკრატიის იმედის დატოვება და შანსის არ მოკვლა ამის და ამით არის სწორედ გამოწვეული, გუშიმ შოკში ჩავარდნენ, ხო ნახეთ ყველამ, რომ გუშიმ ჩავარდნენ შოკში და რითი იყო იცით ეს შოკი გამოწვეული, გუშინდელი ჩვენი გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ ასეთი არჩევნების პირობებში შეუძლებელია მათ ილუზია დარჩეთ რომ როდესმე მარტო ისინი იქნებიან ხელისუფლებაში და ჩავარდნენ ამის გამო... სხვანაირად არ შეუძლიათ, ამათმა ხალხი უნდა დახოცონ.

ამათმა ხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდა უნდოდეთ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ რაღაც აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ ცხოვრებას. ასეთი მენტალობის ადამიანები არიან და არ უნდათ ამის მოსმენა, არც არასდროს ენდომებათ.

რა მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც არჩევნების შედეგად 2020-ში უნდა მივიღოთ? არაფერში არ სჭირდებათ. პოლიტიკურ პასუხისმგელობაზე ვსაუბრობ იმაზე, რაც მოხდა იმ საღამოს - ის დათხრილი თვალები, რამდენიმე ადამიანის უბედურება საიდან დაიწყო? ვინ მოუწოდა, ვინ ანიშნებდა ხელით და ვინ ძალადობდა იმ ადამიანების აზრზე რომ მათ მაინც და მაინც პარლამენტი უნდა აეღოთ შტურმით; და რას ემსახურებოდა ეს?

პარლამენტში შემოვიდოდნენ და საკანონმდებლო საქმიანობას გააგრელებდნენ თუ რას იზამდნენ? უნდოდათ ქვეყნის გადატრიალება, ხელისუფლების გადატრიალება. არავინ არ ეკიდება სკამს. ბოდიშით და სულ ფეხებზე მკიდია ეს სკამი. მაგრამ რეალურად ამათ უნდათ თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან. მეტი შანსი ამათ და პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ. უნდათ რომ ასე დაამყარონ დიქტატურა მომავალში.

არავის არ აინტერესებს არანაირი სკამი, ათასგზის დაამტკიცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ამიტომ არიან გუშინდელის შემდეგ კიდევ უფრო დიდ აგონიაში. ეს შანსი დაეკარგათ მათ. მივიღეთ დაზიანებული ხალხი, რომელთა ჯანმრთელობაზე დღე და ღამე უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ ამ ადამიანებზე, თან უნდა გადავყვეთ მთელი ცხოვრება იმიტომ, რომ ისიც ამ ყველაფერს მოჰყვა, მაგრამ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს და პირველ რიგში მათ, ვინც მოუწოდებდნენ ადამიანებს რომ მათი გულწრფელი ემოციის ნაცვლად, პროტესტი იმაზე კი არ გამოეხატათ, რომ აქ სკამში აღმოჩნდა, რისკების გადაუზღვევლობის შედეგად და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - რისკების გადაუზღვევლობაზე და მათ არც იმაზე უნდათ წარსულში პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს რომ რუსეთს ჩააბარეს ტერიტორიები, მერე რუსების რეზოლუციებს ხმას აძლევდნენ და ახლა იმაზე რაც დაიწყეს და რისი შედეგებიც მივიღეთ. აი ამიტომ არიან გაგიჟებულები და მრავალპარტიანი პარლამენტი საერთოდ ვერც წარმოუდგენია.