სამადაშვილი: თუ გახარიას მოუსმენენ, პარლამენტის წინ მთავრობის გადაყენების მოთხოვნით დადგებიან ადამიანები

სამადაშვილი: თუ გახარიას მოუსმენენ, პარლამენტის წინ მთავრობის გადაყენების მოთხოვნით დადგებიან ადამიანები

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

„დღევანდელი სხდომის პირველი საკითხი უნდა იყოს გახარიას გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან, სანამ ამაზე არ იმსჯელებს პარლამენტი მე არ მიმაჩნია, რომ მორალური და პოლიტიკური უფლება აქვს ვინმეს უმრავლესობიდან იმსჯელოს იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს, იმიტომ რომ დღეს ათასობით განრისხებული ჩვენი თანამოქალაქე დგას პარლამენტის წინ ყოველ საღამოს და ითხოვს შს მინისტრის გადადგომას,“-აცხადებს სამადაშვილი.

“თუ იმის ნაცვლად რომ გახარიამ დატოვოს თავის თანამდებობა მას აქ მოუსმენენ საქართველოს პარლამენტში, ჩვეულ რეჟიმში ამით ისინი გაამრავლებენ იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც დადგებიან პარლამენტის წინ. არა გახარიას გადადგომის მოთხოვნით, არამედ მთელი მთავრობის გადაყენების მოთხოვნით”,-განაცხადა სამადაშვილმა.

უ ც ხ ო : არ გინდათ მოსმენა? - დედაც მოგ@@ნიათ!.. იდექით და იღავღავეთ, ორღობის ძუკნასავით...
4 წლის უკან
amo სამადაშვილო "შპარგალკებს" თავი დაანებე!
4 წლის უკან
სოციალისტი პარლამენტმა ხვალ კენჭი უნდა უყაროს და განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადოს. გიორგი გახარიას უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მდომარეობის ერთპიროვნული მმართველის სტატუსი 6 თვის ვადით. სახელმწიფოს ყველა შტო მას უნდა დაექვემდებაროს!
4 წლის უკან