აკაკი ზოიძე:  „ხალხს ვერ დავარქმევ იმ ტოქსიკურ ძალას, რომელთაც ეს ახალგაზრდები სპეცრაზმელებთან გაუშვეს და შეატოვეს“

აკაკი ზოიძე:  „ხალხს ვერ დავარქმევ იმ ტოქსიკურ ძალას, რომელთაც ეს ახალგაზრდები სპეცრაზმელებთან გაუშვეს და შეატოვეს“

„არის ძალიან დიდი მუხტი დაძაბულობის და, როცა თითოეული მოქალაქის ხმას მნიშვნელობა აქვს, ეს არის გზა არჩევნების, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ, იმისათვის, რომ სამოქალაქო თანხმობას მივაღწიოთ, იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ მისი ხმა არ დაიკარგება და მოვიდეს არჩევნებზე. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და კიდევ, ეს არის ის, რასაც ხალხის ნება წყვეტს და არა ზოგიერთი დემაგოგის მოთხოვნა. მაგრამ, ამასთან ერთად, არსებობს პასუხისმგებლობა, იმ ხალხის, თუმცა, ხალხს ვერ დავარქმევ ამათ - იმ ტოქსიკურ ძალას, იმ წამქეზებელ პოლიტიკოსებს, რომელთაც ეს ახალგაზრდები სპეცრაზმელებთან გაუშვეს და მარტო მიატოვეს. მათ სხეულზე ერთი ნაკაწრი არ მინახავს, სამაგიეროდ დასახიჩრდნენ ადამიანები, დაკარგეს თვალი, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, ესაა უბედურება.

პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკუთვნით მათ, ვინც წააქეზა ეს ადამიანები, სახელმწიფო გადატრიალებისკენ წაიყვანა და ვინც ეს ახალგაზრდები შეატოვა მერე შეიარაღებულებს. რამდენიმე საათიანი ორთაბრძოლის შემდეგ, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იქ, რა თქმა უნდა, იქნებოდნენ დაშავებულები, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იქ შეიქმნებოდა ისეთი პრობლემა, რომელსაც შემდეგ პოლიტიკურად გამოიყენებდნენ და კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ უზურპირებას ხელისუფლების.

აუცილებლად პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვისაც ადამიანებს ძნელად დავარქმევ და ვისი ადგილიც გმირი პოლიციელების გვერდით არ არის.