„ხატებს შეურაცხყოფდა ეს მუსიკა“ - ადგილობრივებმა გუდაურში ფესტივალი დაარბიეს

„ხატებს შეურაცხყოფდა ეს მუსიკა“ - ადგილობრივებმა გუდაურში ფესტივალი დაარბიეს

დარბევა გუდაურში - ადგილობრივებმა ფესტივალ “Mountain Set: Kazbegi”-ის ტერიტორია დალეწეს. თავდამსხმელები ფესტივალის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაამტვრიეს ინფრასტრუქტურაც. მოხმდარის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ათი დღეა, უკვე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. პარასკევს არის ფესტივალი. გუშინ სტეფანწმინდიდან მოხევეები და მთიულები ამოვიდნენ ტერიტორიაზე. მათი თქმით, ეს იყო მათი მამა-პაპის საძოვრები და იყო ეკლესიები და ხატებს შეურაცხყოფდა ეს მუსიკა. შესულები ვიყავით მერთან შეთანხმებაზე. სამი საათი ვისხედით, ვილაპარაკეთ, მაგრამ ვერ მივედით ვერანაირ გადაწყვეტილებამდე, ალტერნატივასაც ვერ გვთავაზობდნენ. ჩვენი თანამშრომელი ბიჭები იყვნენ ტერიტორიაზე და უცბად ვიღაცამ დაიყვირა „დავარბიოთო“ და ტერიტორიაზე ყველაფერი დარბეულია. იყვნენ სამართალდამცავები, კრიმინალებიც იყვნენ გუშინ ამოსულები, ფოტოები გადავიღეთ. ზარალია 30 000 დან ზემოთ, იმიტომ, რომ ჩათვალეთ, რომ კოტეჯები, ბარები, აღარაფერი აღარ არის,“- ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი მარიამ შარაშიძე.

სერმინე დარბევას კი არ ვამართლებ, იმას ვამტყუნებ, ყველაფერი გასართობად, უკავცრავად, და რომ უნდა ამოიდოთ.
6 წლის უკან
სერმინე დარბევას კი არ ვამართლებ, იმას ვამტყუნებ, ყველაფერი გასართობად, უკავცრავად და, რომ უნდა ამოიდოთ.
6 წლის უკან
სერმინე დარბევას კი არ ვამართლებ, იმას ვამტყუნებ, ყველაფერი გასართობად, უკავცრავად და, რომ უნდა ამოიდოთ.
6 წლის უკან