რას გულისხმობდა კადიროვი თბილისამდე 200 კმ-ის მანძილზე საუბრისას - გროზნოში განმარტება გააკეთეს

რას გულისხმობდა კადიროვი თბილისამდე 200 კმ-ის მანძილზე საუბრისას - გროზნოში განმარტება გააკეთეს

რას გულისხმობდა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, როდესაც თბილისში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში თქვა - „თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია".

"აქცენტნიუსის" ინფორმაციით, განმარტება ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკისა და საგარეო კავშირების მინისტრმა ჯამბულათ უმაროვმა გააკეთა.

„კადიროვს აგრესია არ უგულისხმია და საერთოდ, საშიშზე არაფერზე მიუნიშნებია. ბრძანების გარეშე არავის დასახმარებლად არავინ წავა და არც აპირებს ამას. ნუ აღიქვამთ 200 კმ-ის შესახებ ფრაზას ყველა სხვა გაგებით, გარდა 200 კმ-ისა: თბილისამდე მართლაც ამდენი გვაშორებს, ანუ ახლოსაა და შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარებით", - განაცხადა უმაროვმა.

Maverick ესე მართლად გატაროთ უფალმა, როგორი სიმართლესაც ამბობთ!
6 წლის უკან