ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია, სოციალურ ქსელში არჩევნებში პროპორციული სისტემის დანერგვასა და 0 პროცენტიანი ბარიერის შესახებ სატირულ-იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს:
“გავიგე რა ნულოვანი ბარიერი ვიფიქრე ახალ პარტიას დავაფუძნებ გავპარლამენტარდები თქო მარა….სანამ მივადექი რეესტრს 500 კაციანი რიგი დამხვდა ახალპარტიადამფუძნებლების მსურველების……. ვერ რეგისტრიდებიან თავჩაქინდრულები გამოდიან (( პარტიის სახელის გამეორება არ შეიძლება თურმე, დემოკრატიული, დამოუკიდებელი, ნაციონალური, ევროპული, წითლები მწვანეები ყვითლები ძღრენისფერი, გამარჯვებული, ეროვნული….. მოკლედ ყველა სახელი მოფიქრებული და დარეგისტრირებულია უკვე კარგა ხანია, უიმედოდ დაიწყო რიგმა დაშლა , კანტი კუნტად ვიღაც იკითხავს იქნებ …და პასუხიც უმალვეა მაგისთანა 4 პარტია…..
მომიწია რიგმა, თქვენ დემოკრატიულს ქმნით თუ ეროვნულს ? აგდებით ჩამეკითხა ხუთასი კაცის უარით გამსტუმრებელი პარტიარეგისტროლოგი) არც ერთი და არც მეორე! ქართველ მელოტთა ერთობა! ესე ერქმევა ჩემ პარტიას! ამომხედა…. ისეთი სახე ქონდა რამდენი იდიოტს გაუვლია ჩემ ხელში მარა ამფერი არაფერი მსმენიაო….არა და უარსაც ვერ მეუბნება ანალოგიური ჯერ არ შექმნილა
დავრეგისტრირდი !
ხმა მიეცით ქართველ მელოტთა ერთობას!
უმნაია გალავა ვოლოს ნე დერჟიტ!(რუსულენოვან ამომრჩევლისთვის)
თმას რომ ჭკუა ქონდეს სააკაშვილის თავზე არ გაჩერდებოდა!
რაც გენეტალიებს უხდება ის თავს არ უხდება!
მელია მელოტი არაა! ის იპუტავს!
მელოტი კაცი არ ჭაღარავდება!
ამ და სხვა სლოგანებს წინასაარჩევნოდ მოგაწვდით!” – წერს თოფურია
ჯანსაღი იუმორია, თანაც სასარგებლო, ყოველგვარი უარყოფითი ემოცოია ჩარეცხა!