გვახარია და ვაშაკიძე აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისვლისკენ მოუწოდებენ

გვახარია და ვაშაკიძე აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისვლისკენ მოუწოდებენ


19:06, 24.06.2019

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ნიკოლოზ ვაშაკიძისა და გოგი გვახარიას მოწოდებები საქართველოს პირველ არხთან დაკავშირებით.

კერძოდ, ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც 2000-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, „ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს, რომ „ახლა არის საუკეთესო მომენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოების ხელში გადაცემის მოთხოვნის“.

„ახალგაზრდებო, ახლა არის საუკეთესო მომენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოების ხელში გადაცემის მოთხოვნის თქვენივე თამადობით, შემდგომ დემოკრატიულ პროცესს და არჩევნებს მედიაუზრუნველყოფა დაჭირდება. უნდა დასრულდეს მედიასივრცის ორპოლუსიანი მონოპოლია“, – წერს „ფეისბუქზე“ ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ასეთივე მოწოდებას აკეთებს კინომცოდნე, გოგი გვახარია, რომელმაც ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პოსტზე დაწერა: „საზმაუწყებელთან რატომ არ მიდიხართ? ხომ იცი, ყველა ხელისუფლება მანდედან იცვლებოდა“.

thrgg@yahoo.com ეს გვახარია პედერასტი, ამანაც რონ ფეხი გამოყო, მოკლედ ყველა გაიშიფრა თითქმის რა ნაგვებიც იყვნენ!!!
6 წლის უკან
thrgg@yahoo.com ნიკა ვაშაკიძე კარგი ადამიანია და ინ ერთეულებს მიეკუთვნება დასანანი რომ არის იქ სადაც დგას...
6 წლის უკან