შსს – მინისტრის, გიორგი გახარიას მხარდამჭერებმა, ონლაინ პეტიცია “არ გადადგეს გიორგი გახარია” საიტ “manifest.ge” – ზე გუშინ განათავსეს, პეტიციამ სწრაფად დააგროვა გახარიას მხარდამჭერი ათასობით ხელმოწერა, თუმცა საიტ “manifest.ge-ს ადმინისტრაციამ აღნიშნული პეტიცია წაშალა, ხოლო პეტიციის მხარდამჭერებს და შემქნელს გაუგზავნა წერილი სადაც ნათქვამია:
” manifest.ge – ს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა წაეშალა პეტიცია რომლის მოთხოვნაც იყო „არ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი მინისტრი გიორგი გახარია”
ამ საიტზე არასდროს დაიდება პეტიცია, რომელიც უპირისპირდება ადამიანს, ადამიანის უფლებებს და იცავს მოძალადეს.” – წერია განცხადებაში
20 ივნისს შსს-მ დაშალა პარლამენტთან გამართული აქცია, სადაც მათ დაარღვიეს ადამიანის უფლებები, მათ იძალადეს ახალგაზრდებზე, უკანონოდ დააკავეს ადამიანები.
საინტერესოა, ის რომ იგივე საიტი manifest.ge – მხარს უჭერს 2 გვამის მომთხოვნ და მწამებელ ვანო მერაბიშვილის განთავისუფლებას, შესაბამისი პეტიცია manifest.ge – ზე ამ დრომდე იძებნება, გთავაზობთ ვანო მერაბიშვილის განთავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პეტიციის ტექსტს:
manifest.ge-ზე ვრცელდება პეტიცია, სადაც ნაც.მოძრაობის მხარდამჭერები ვანო მერაბიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.
”ჩვენ თაავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვითხოვთ, რომ სასწრაფოდ დატოვოს ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დაწესებულება! ჩვენი აზრით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და საჭიროებს გადახედვას! ქვეყანაში მიმდინარე აქციების ორგანიზატორებს ვთხოვთ, რომ მოთხოვნათა რიგებში ჩაემატოს ივანე მერაბიშვილის თავისუფლება! მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვანო საპატიმროს დატოვებს, უნდა დაიკავოს პოლიტიკური თანამდებობა და გახდეს პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე”
P.S. ვინ აკონტროლებს და რა მიზნებს ისახავს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია “manifest.ge”, დასკვნები მკითხველისთვის მოგვინდია.