"ბესიკ ტაბატაძეს სააკაშვილის რეჟიმმა თვალი ამოთხარა - სად იყო აქციები შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით?"

გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ფეისბუქზე ფოტოს აქვეყნებს და წერს - ეს არის ვაჟკაცი, რომელსაც 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს სააკაშვილის რეჟიმმა თვალი ამოთხარა:

"ბესიკ ტაბატაძის თვალი ფოტოზე, რომელიც წინამდებარე პოსტს ერთვის, ბესიკ ტაბატაძეა - პატრიოტი ქართველი, ვაჟკაცი კაცი, რომელსაც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს სააკაშვილის რეჟიმმა რეზინის ტყვიით ამოთხარა თვალი.

სად იყვნენ მაშინ დღევანდელი "გულწრფელი პროტესტანტები"? სად იყო "გულანთებული ახალგაზრდობა"? სად იყო ცალი თვალის თეატრალიზებული ახვევა რეჟიმის მიერ თვალდათხრილი მშვიდობიანი მომიტინგისადმი სოლიდარობის ნიშნად და რეჟიმის შესაჩვენებლად? სად იყო საპროტესტო აქციები შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით? სად იყო ლოზუნგი "მერაბიშვილი აბრმავებს"? რატომ არ იყო ეს ყველაფერი?

პასუხი მარტივია: დღევანდელ მომიტინგეთა დიდი ნაწილი მაშინაც სააკაშვილის რეჟიმის მეხოტბე იყო და ფეხებზე ეკიდა ბესიკ ტაბატაძის დათხრილი თვალიც, მიტინგზე ცემით მოკლული და მერე მაღაზიის სახურავზე გადამალული ნიკა კვინტრაძეც და სულიკო ასათიანიც. ყველაფერი დანარჩენიც.

დღეს "გულანთებული ახალგაზრდების" დიდ ნაწილს მაშინ შიშისაგან ენა ჰქონდა ჩაგდებული, რადგან იცოდნენ, ხმას თუ ამოიღებდნენ, მეორე დღეს ჯიბეში ნარკოტიკი ან აბაზანაში ტყვიამფრქვევი აღმოაჩნდებოდათ და ციხეში ამოყოფდნენ თავს, სადაც სულ იყო გამზადებული ცოცხები როგორც გათვალისწინებული, ისე გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის".