„მორალზე ნუ ლაპარაკობ, ახალგაზრდები გაუშვით სასაკლაოზე, არ გრცხვენიათ?!“

„მორალზე ნუ ლაპარაკობ, ახალგაზრდები გაუშვით სასაკლაოზე, არ გრცხვენიათ?!“

„მორალზე ნუ ლაპარაკობ. ახალგაზრდები გაუშვით სასაკლაოზე, არ გრცხვენიათ?!“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს ბიუროს სხდომაზე.

რომან გოცირიძე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას კატეგორიულად ითხოვს. მან ასევე მოითხოვა, რომ აღნიშნული საკითხი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილონ.

"ვერ აგცდებათ საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა მოხდა ამ დღეებში. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და შეწყვიტეთ კანონის სიწმინდის დაცვაზე საუბარი. რეგლამენტი კი არა, პარლამენტის სიწმინდე ვერ დაიცავით და გავრილოვი შემოათრიეთ აქ. პარლამენტის სხდომათა დარბაზს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს. თუ გინდათ, რომ სხდომა უაზრო კამათს არ დაემსგავსოს და ხვალინდელი სხდომა ჩატარდეს მშვიდად, დავიწყოთ საკითხის განხილვა. თქვენ ის დარბაზი შეარცხვინეთ. ამოგეწურათ მორალური საშვი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძეს უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა და შეახსენა, რომ 20 ივნისს, პლენარულ დარბაზში, რომელიც დაკავებული ჰქონდათ, ნიკა მელიას შევარდნას ელოდებოდა.

"შემოვარდნას კი არ ველოდებოდი, სხდომათა დარბაზს ვიცავდი თქვენნაირი რუსის აგენტებისგან" - განაცხადა რომან გოცირიძემ ყაველაშვილის საპასუხოდ.

thrgg@yahoo.com რა სირცხვილზე გაქვს ბაასი აკაკი, სირცხვილი ნორმალური ადამიანების თვისებაა...
4 წლის უკან