საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით 1 000 000 ლარს გამოყოფს

საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით 1 000 000 ლარს გამოყოფს

საქართველოს ბანკი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს და ზაფხულის სეზონზე სექტორის განვითარებისთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს.

საქართველოს ბანკისთვის ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და სექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი ტურიზმის სექტორში არსებულ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ, გარდა იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად გულისხმობს ბანკის მხრიდან ტურიზმის სექტორში 150 მილ. დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, ბანკი სექტორის განვითარებისთვის, ზაფხულის სეზონზე, დამატებით 1 000 000 ლარს გამოყოფს. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა, მითუმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებისა, როგორიც ტურიზმია, რადგან მიგვაჩნია, რომ ტურიზმის სწრაფად მზარდი სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.