ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტოვსტონოგოვის N11-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს რეაბილიტაცია დასრულდა.
დასრულებულ პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „დგარ“-მა შეასრულა და მისი ღირებულება 16 000 ლარია.