„სასიხარულოა, რომ ხელისუფლება ისმენს საზოგადოების წუხილს, რომელიც ძალიან სამართლიანად იყო ამ დღეებში“

„სასიხარულოა, რომ ხელისუფლება ისმენს საზოგადოების წუხილს, რომელიც ძალიან სამართლიანად იყო ამ დღეებში“

გაიმარჯვა უპირველესად ქართულმა საზოგადოებამ, არა აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური გემოვნების მატარებელია. გაიმარჯვა ქართულმა დემოკრატიამ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენ ასე მტკივნეულად გვიწევს ხოლმე ეტაპობრივად წინსვლა, მაგრამ სასიხარულოა, რომ ხელისუფლება ისმენს იმ პროტესტის მუხტს, იმ საზოგადოების წუხილს, რომელიც ძალიან სამართლიანად იყო ამ დღეების განმავლობაში, ბევრი სხვა მიზეზდა გამო დაგროვილი. კარგია, წინ წავიწიოთ და კონსტრუქციულად ვიაროთ წინ დემოკრატიული განვითარებისკენ, რასაკვირველია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებით და ხელშეწყობით.

როგორც ხედავთ, გვჭირდება, ამ ახალ დემოკრატიული სახელმწიფოს, რომ გამოცდილებისგან მივიღოთ პასუხი და უპრიანი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებიც გავითვალისწინოთ, რასაც ვითვალისწინებთ ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ არა. ამჯერად საჭიროა, რომ უფრო გავითვალისწინოთ.

შევადაროთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ეტაპი მაშინ და ახლაც. ახლა დიდი ალბათობით შესაძლებელია ვიხილოთ პარლამენტში დაჯგუფებები ამ ცალკეული პოლიტიკოსების და პოლიტიკური მოთამაშეების იქნება ეს პროევროპული თუ სხვა მიმართულება, როგორც ხდება მაგალითად ევრო პარლამენტში.

ცხადია მოულოდნელობა იყო ყველასთვის როგორ იქნება ეს ნულ პროცენტიანი, ყველა ვერ იქნება, რა თქმა უნდა, 150 ადგილია ამ პარლამენტში. ამიტომ ახლა უნდა დასხდნენ

კონსტრუქციულად მოაზროვნენი, დაჯდნენ და გათვალონ როგორ იქნება შემდგომი ნაბიჯები და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს მექანიზმი იმისათვის, რომ მშვიდობიანად და ნორმალურად მივიდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისკენ...