სოფიო ქაცარავა: ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით

სოფიო ქაცარავა: ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოფიო ქაცარავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეზე იმყოფება. მისი განცხადებით, ინტერესი ამ სესიის მიმართ განსაკუთრებით მაღალია, რადგან განიხილება საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების საკითხი.

„ჩვენი პოზიცია, რასაც ყველა ფორმატში ვახმოვანებთ და დავაყენებთ დღის განმავლობაში არის პრინციპული და მყარი: არსებული სანქციების სისტემის წესების შეცვლას ვეწინააღმდეგებით და რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით.

რუსეთს აქამდე არ შეუსრულებლია არც ერთი რეზოლუცია თუ ვალდებულება, მათი დაბრუნების შემთხვევაში ვერ ვხედავ სივრცეს, რომ რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, დაიცავს  ევროსაბჭოს მთავარ პრინციპებს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს“, განაცხადა ქაცარავამ.