„ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილი განცხადებას გააკეთებს. ივანიშვილის საგანგებო განცხადების გაკეთება 12;00 საათისთვის იგეგმება.
"ქართული ოცნების" ოფისში დილიდან ჯერ პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბნენ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
უმრავლესობის სხდომაზე სავარაუდოდ აქციის მონაწილეების მიერ წამოყენებული მოთხოვნები განიხილეს.