პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ფიგურებს, ვინც გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, ამას ამ ლიდერების მიმართულებით მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ფიგურებს, ვინც გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, ამას ამ ლიდერების მიმართულებით მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება

ის, რაც საღამოს მოხდა, მძიმე სანახავი იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ამას ამ ლიდერების მიმართულებით მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თბილისში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე.

„ის, რაც ხდებოდა პარლამენტის დარბაზში, იყო ძალიან მძიმე სანახავი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ეკისრება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვა მკაცრი რეაგირება. პარლამენტის თავმდჯომარემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობდა. თუმცა, ის რაც საღამოს მოხდა, მძიმე სანახავი იყო, ამდენი დაშავებული ადამიანი, უმძიმესი კადრები ვნახეთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ამას ამ ლიდერების მიმართულებით მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“,- განაცხადა კალაძემ.

სოციალისტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა ის... არ გინდათ კიდევ?! ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. დააატიმრეთ ანდა გადადექით. მოვლენ ისინი და თქვენ დაგაპატიმრებენ. ასე თქვენი ერთმანეთის წეწვა გლეჯაში დაილია საქართველო! ძირს დემოკრატია, რუსეთი, აშშ, ევროპა თავისი ლგბტ რაზმებით!!!! გაუმარჯოს დიქტატურას, ტირანიას!
6 წლის უკან
ტარო1 აგებინეთ პასუხი. რაღას უცდით
6 წლის უკან