მომიტიგეებს შორის დაძაბულობაა - ორგანიზატორები ახალგაზრდებს სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევენ

მომიტიგეებს შორის დაძაბულობაა - ორგანიზატორები ახალგაზრდებს სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევენ

კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში აქცია დაპირისპირებაა. ახალგაზრდების ჯგუფი ორგანიზატორებს ადანაშაულებს იმაში, რომ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ისინი, ამბობენ, რომ მიტინგმა გეზი იცვალა და თანდათან პოლიტიკური შეფერილობა მიიღო. აქციაზე სულ უფრო ხშირად ჩნდებიან პოლიტიკოსები და ისინი უკვე ტრიბუნიდანაც მიმართავენ ხალხს.

აქციის ორგანიზატორთა ერთი ჯგუფი კი ამტკიცებს, რომ არსებობს სიები და მისი მეშვეობით ხდება მოქალაქეთა ტრიბუნაზე აშვება. ეს არგუმენტი არ აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, რადგან მათი მტკიცებით უკვე 3 დღეა ცდილობენ სიტყვით მიმართონ შეკრებილებს, მაგრამ ვერაფრით ახერხებენ, რადგან ტრიბუნას არ აკარებენ. პოლიტიკოსები კი სულ უფრო გაუშინაურდნენ აქციას და ლამის დემონსტრაციის მართვის სადავეები იგდონ ხელთ.