გეწაძე სიგუას: შე @ლეო ქათამო – სიგუა გეწაძეს – სიამოვნებით დაგპატიჟებთ ფინჯან ყავაზა (ან თუ გნებავთ თქვენს საყვარელ ვისკიზე)

გეწაძე სიგუას: შე @ლეო ქათამო – სიგუა გეწაძეს – სიამოვნებით დაგპატიჟებთ ფინჯან ყავაზა (ან თუ გნებავთ თქვენს საყვარელ ვისკიზე)

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, უკრაინის იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გია გეწაძე, ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი სიგუას, რომელიც ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილის “მარჯვენა ხელი” და აქტიური მხარდამჭერი იყო, სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის სადაც გეწაძე სიგუას @ლეს და ქათამს უწოდებს. აღნიშნულ ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა პოსტის ადრესატი გიორგი სიგუა:

“პატივცემულო გიორგი გეწაძევ, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი პერსონის მიმართ ამხელა ყურადღების გამოჩენისთვის. სიმართლე გითხრათ ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ და ნამდვილად გამიკვირდა ჩემმა მოკრძალებულმა პიროვნებამ ამხელა ბუმბერაზი ოლინისტის ყურადღება რომ მიიქცია. პირადად დიდხანს გამოვედი იმ ასაკიდან როდესაც საჯარო სივრცეში უწმაწური სიტყვების კორიანტელს იგივეთი პასუხობენ. გვყავს არაერთი საერთო ნაცნობი და მეგობარი როგორც თბილისში ასევე კიევში და მეც ბევრი რამე გამიგია თქვენზე , იმაზე ბევრად მეტი ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ , თუმცა აზრადაც არ მომსვლია საჯარო სივრცეში მეჭორავა (არც პირადში) და მით უმეტეს ამ ჭორაობის ინიციატორი გავმხდარიყავი. გაცნობებთ რომ ამჟამად ვიმყოფები კიევში, ჩემი ტელეფონის ნომერია 0506129793, ვცხოვრობ მისამართზე – Вулица Зой Гайдай 7, სიამოვნებით დაგპატიჟებთ ფინჯან ყავაზა (ან თუ გნებავთ თქვენს საყვარელ ვისკიზე) , გნებავთ სახლში და გნებავთ კაფეში, მოვუსმენ თქვენს კითხვებს და ბრალდებებს , დაგელაპარაკებით გულწრფელად როგორც მოზრდილი , მოწიფული კაცი, მოზრდილ მოწიფულ კაცს . ველოდები თქვენს ზარს და შეხვედრამდე პატივცემულო.” – პასუხობს სიგუა