ყველა სატელევიზიო გამოსვლაში მოვუწოდებ უკრაინელებს, დაისვენონ საქართველოში! - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.
„მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ შეაყვარა რუსის ჩექმა ქართველებს, პუტინმა გამოუცხადა ემბარგო ქართველებს. მე დავიწყე უკრაინაში კამპანია-უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში.
ვიწყებ შეხვედრებს უკრაინელი ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან, ყველა ჩემს მრავალრიცხოვან სატელევიზიო გამოსვლებში მოვუწოდებ უკრაინელებს, დაისვენონ საქართველოში." - წერს მიხეილ სააკაშვილი.