ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემუშავებული სქემის შესახებ წერს:
“აქცია მეორე დღეა აღარ ემორჩილება ნაცების დღის წესრიგს და მართლაც თავისუფალი და პოლიტიკანებისგან დამოუკიდებელი მიმართულებით მიდის. ამიტომ სპიკერატის, რომელიც ფაქტობრივად ნაცების კონტროლის ქვეშაა, მთავარი მიზანი გახდა ის, რომ წარმმართველ ძალად ნაცები “ლეგიტიმურად” დააბრუნონ.
გია ბუღაძემ დაიწყო და თითქმის ნებისმიერი გამომსვლელი, სიტყვების რახა-რუხში ახმიანებს მთავარ მესიჯს – თქვენ გჭირდებათ პოლიტიკოსები, რათა აქციას მიეცეს ორგანიზებული ხასიათი. ისინი (ისინი!!!) ელოდებიან თქვენს დაღლას, ამიტომ მოიწვიეთ პოლიტიკოსები (ანუ ნაცები!!!) და ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს მესიჯი არის აქციაზე შეკრებილი ხალხის შეურაცხყოფა. მათ ეშინიათ, რომ ამ ახალგაზრდებში გამოჩნდებიან განათლებული, ჭეშმარიტი პოლიტიკოსის თვისებებით დაჯილდოებული ხალხი, რომლებიც გვერდზე ჩააჩოჩებენ უკვე ყელში ამოსულ პოლიტიკურ “ბომონდს” და მათ ადგილს დაიკავებენ.
მეორე და მნიშვნელოვანი არის გამომსვლელთა მიერ წარმოთქმული სიტყვების ფორმა. ვინც ამ ტექნოლოგიებში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება ტექსტის წარმოთქმის სტილს – რაღაც თბილი წინადადება, ოდნავ მუხტის აწევა და მთავარი მესიჯი – გვერდით დაიყენეთ ნაცები! შემდეგ ისევ ამ ფორმულით გამეორება, ანუ ფორმულა 1, 1+ და მთავარი მესიჯი. ამის დანახვა ძალიან იოლია.
კიდევ ბევრი რამ არის სათქმელი, მაგრამ ეს უკვე ჩვეულებრივ სტატუსს გასცდება.” – წერს გაბრიჭიძე
შენ დაუკა! ტაშ, ტაში, ტაშ ტარამ-ტარამ ... ემანდ სადმე არ გაგეპაროთ, თორემ თვალს დაუყენებთ "დემოკრატიულ", ლიბერასტ ევროპელებს...