მიშააა ჩამოდიიი – აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ხსენებას სტვენა და შეძახილები მოჰყვა

მიშააა ჩამოდიიი – აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ხსენებას სტვენა და შეძახილები მოჰყვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ხსენებას სტვენა და შეძახილები მოჰყვა. აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ისრაელში მცხოვრები ემიგრანტების მიმართვა გააჟღერა და მოუწოდა პოლიტიკოსებს, ახალგაზრდების უფლებები დაიცვან.

ამასთან, გამომსვლელმა მოუწოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოვიდეს. მის ამ მოწოდებას შეძახილები და სტვენა მოჰყვა.