მეტი ექშენი, მეტი დრამა, მეტი ექსპრესია, მეტი დრაივი – ნიკა გვარამიას აქცია რაღაც არ მოსწონს

მეტი ექშენი, მეტი დრამა, მეტი ექსპრესია, მეტი დრაივი – ნიკა გვარამიას აქცია რაღაც არ მოსწონს

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ტემპი არ მოსწონს:

“ვნახოთ, სხვა რა შედეგს მოიტანს, მაგრამ “პოლიტიკოსები არ გვინდა” მავნებლური და შეგნებულად კულტივირებული კლიშეს გაფარჩაკება კი მოიტანა დღევანდელი მიტინგის მეორე ნაწილმა.

მიტინგის პირველი ნაწილი კი იყო დიდებული და აღმაფრენის მომტანი, შესანიშნავი და შთამბეჭდავი გამომსვლელებით, იმედის მომცემი ახალგაზრდებით. მაგრამ შედეგი ხომ დასასრულში უნდა გამოკრისტალდეს. და შედეგს ხომ მარტო აღმაფრენა არ ყოფნის” – წერს გვარამია