რუსი მწერალი ვიქტორ შანდოროვიჩი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ეხო მასკვიზე დაწერილი ბლოგით ეხმაურება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ბრძანებულების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთიდან ფრენები იკრძალება, შანდოროვიჩი მოქალაქეებს საქართველოში წასვლისა და საოცარი ქვეყნის სიყვარულის დადასტურებისკენ მოუწოდებს.
მწერალი იხსენებს, რომ 2006 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე მსგავსი თავდასხმის მცდელობის შემდეგ, მან იგივე საქციელი ჩაიდინა.
შანდოროვიჩმა ბლოგში 2006 წელს დაწერილი საკუთარი ტექსტიც გამოაქვეყნა, რომელიც მაშინ ჯორჯიან თაიმსში დაიბეჭდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.