რუსები პუტინის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის ხელმოწერებს აგროვებენ

რუსები პუტინის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის ხელმოწერებს აგროვებენ

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ.

გამოქვეყნდა პეტიცია, რომელიც პრეზიდენტ პუტინის სახელზეა და მას ამ დროისთვის 3000-მდე ხელმოწერა აქვს.

„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ არიან. მიტინგების გამართვა კი, თავად საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. მივცეთ საშუალება ხალხებს, მეგობრული ურთიერთობა გააგრძელონ და თავად გადაწყვიტონ, ამა თუ იმ ქვეყანაში ჩავიდნენ თუ არა“ – წერია პეტიციაში.