“ნაც.სექტის ჩვეულებრივი აქციაა პარლამენტის წინ – თავისი საკრებულოს წევრებით და აქტივისტებით! ცნობადი სახეები გადამალეს და მეორე ეშელონის აქტივი გამოიყვანეს ქუჩაში!
თქვენ ვინ უნდა მოატყუოთ, თქვე ლუპუსტაკებო?!”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმაურება.
ჟურნალისტი ამავე თემაზე სოციალურ ქსელში წერს:
“Nაცსექტამ თავისი ახალგაზრდული აქტივი გამოყარა აქციაზე! ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს პოლიტიკური მიზნებით იყენებენ!”, – წერს ბონდო მძინარაშვილი “ფეისბუქ” გვერდზე.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება ადგილზე. მათი მოთხოვნა არის, შს მინისტრმა დატოვოს თანამდებობა და აქციაზე გუშინ დაკავებული პირები გაათავისუფლონ საპატიმროდან.
რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტთა ნაწილი საავტომობილო გზაზე მჯდომარე აქციას მართავს. მათი განცხადებით, თუ 20 ივნისს აქციაზე დაკავებულები არ გათავისუფლდებიან, საავტომობილო გზას არ გახსნიან 22 ივნისის 19:00 საათამდე.