მსახიობი თემურ გვალია გაერთოიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ პირველი გამარჯვება მიღწეულია.
“პირველი გამარჯვება არა? გუშინდელ ტრაგედიას, გამარჯვებას ეძახი არა? ერთი იმ ახალგაზრდებს და მათი ოჯახის წევრებს ჰკითხე, ვინც დასახიჩრდა და ზოგმა თვალი დაკარგა და ზოგმა ყური, თავს გამარჯვებულად თვლიან?
რატომღაც თქვენ, ლიდერები ყველა უვნებლად დარჩით და დაიმალეთ ბოლოს კურდღლებივით! მაგრამ თქვენ ხომ ყველა და ყველაფერი ფეხებზე გკიდიათ, ოღონდ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და გაისუქოთ უკანალები. ეს ხალხმა იცის! ამას ხალხი ხედავს და ამას ხალხი არ დავუშვებთ, თუ ოდნავ მაინც დაგვრჩა თავმოყვარეობა.
ცეცხლს ეთამაშებით დამიჯერეთ”– წერს თემო გვალია ფეისბუქში.