ყოჩაღ, გიორგი კვირიკაშვილი პატრიოტი ყოფილა, დავივიწყე ყველაფერი ცუდი - ასე ეხმაურება “რუსთავი 2“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერის განცხადებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დარბევა გააპროტესტა და შს მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა.
“ყოფილმა პრემიერმა კვირიკაშვილმა საჯაროდ მიმართა უზურპატორ ივანიშვილს და მოუწოდა ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებისა და გახარიას გადაყენებისკენ. ყოჩაღ. პატრიოტი ყოფილა. დავივიწყე ყველაფერი ცუდი. პატრიოტიზმი ყველაფერს წონის”, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.