ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“რა პროტესტი აგიტყდათ, თქვეჩემისებო, თქვენ ის ხალხი არ ხართ, 28 ნოემბერს რუსეთის ნომრიან აგენტს რომ მიეცით ხმა?! და, სხვათა შორის, ეგ აგენტი, ჯიბეში რუსული პასპორტით, ოთხი წელი საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელში იყო წამოსკუპებული. ხოლო თქვენ რაზეც იყავით წამოსკუპებული, ჩაათვალიერეთ არმაგედონის ზანგი და მაშინვე გაგახსენდებათ. ისე, არ მგონია, დავიწყებული რომ გქონდეთ. თქვენ არც შს მინისტრის ორი გვამი დაგვიწყებიათ და არც ჯიხურის სახურავზე შემოდებული ორი ხელფეხშეკრული გვამი.
ძალიანაც გინდოდათ, რომ წუხელ ეგ ისევ მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა და ახლა უგვამობას დასტირით. რეზინის ტყვიების სროლა იყო უდიდესი შეცდომა. საერთოდ კი, “რეზინა” ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა გამოეყენებინათ, ოღონდ სხვა დანიშნულებით, და არ მივიდოდა საქმე აქამდე, როცა ქვეყანას ერთდროულად უტევენ ოკუპანტები, ნარკომანები, პედერასტები, ნაცები, ნაცებიდან ქოცებში გაქცეულები, ქოცებიდან ნაცებში გადაბარგებულები და ის მედროვეები და ფილთაქვები, რომლებითაც სავსეა “ოცნება”.
ეგა თქვით!
ერთი რუსი კი არა, რუსეთის მთელი 58-ე არმია შემოიყვანა სააკაშვილმა, მაგრამ ხმა ამოგიღიათ?!
ხალხი, რომელიც ასობით ქართველი ახალგაზრდის დახოცვას, ათიათასობით ქართველის ლტოლვილად ქცევას, მათი სახლ-კარის ბულდოზერებით გადავლას, ამხელა კოდორის ხეობისა და ახალგორის დაკარგვას, ჩვენი გმირი მებრძოლების ცხედრების აგვისტოს ხვატში უპატრონოდ დაყრას ტაშ-ფანდურითა და ზარ-ზეიმით შეხვდა რუსთაველზე, დღეს ვიღაც გავრილოვის პარლამენტში დანახვაზე გაგიჟდა და ქვეყანა ჩამოიმხო თავზე!!!