ჯურნალისტი გიორგი გიგაური ტელეკომპანია “პირველისა” და “რუსთავი 2”-ის მხრიდან სახელმწიფო დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ წერს:
“გაუთიშეთ სიგნალი კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობისა და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისთვის რ2-ს და ტვ ,,პირველს”!
ნაცების ჯიბის რ2, რევოლუციურ რეჟიმში (რა თქმა უნდა, უბინძურესი ჭუტა წერეთლის ტვ ,,პირველთან ერთად) ავრცელებს კარების ღრიჭოდან გადაღებულ რამდენიმეწამიან ვიდეოს სასამართლოდან, რომელშიც ჩანს თავჩაქინდრული, შეუძლოდ მყოფი დაკავებული სოსო თხელიძე, რომელსაც თავზე პოლიციელი ადგას!
რ2 კი ამტკიცებს, პოლიციელები დაკავებულს სასამართლოშივე აწამებენო!
შემდეგ კი, ეს ცნობილი დეზინფორმატორი მარიამ გაფრინდაშვილი თვითონ აცხადებს, რომ სოსო თხელიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მან უარი თქვა მკურნალობაზეო!
ამას ექიმიც ადასტურებს ინტერვიუში…
თუ დაკავებულს აწამებდნენ, საავადმყოფოში დარჩენაზე უარი რატომ თქვა, თქვე გარეწრებო?!
რომელი წამებული იტყვის უარს საავადმყოფოში დარჩენაზე და თავისი ნებით, ისევ მწამებლების ხელში ჩავარდნაზე?!
აი, ასეთი ამაზრზენი გარეწრები და სულით ავადმყოფები არიან ეს ტელებორდელები: გვარამიას რ2 და ჭუტას ტვ ,,პირველი”, რომლებიც ერთადერთი მიზნით მოქმედებენ – ხალხის გასაგიჟებლად და დესტაბილიზაციის ახალი ტალღის დასაწყებად!” – წერს გიგაური