რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოში მყოფ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს.
„თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რეკომენდაციას ვაძლევთ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან გეგმავენ ამ ქვეყნის მონახულებას, გამოიჩინონ ყურადღება და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოვეყნდა.