ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ასეთი კეთილშობილური მიზნით საქართველოში ხალხი 9 აპრილის მერე არ შეკრებილა. მისი თქმით, ახალგაზრდები იცავდნენ ყველაზე ღირებულს, თავისუფლებას.
გთავაზობთ ცნობილი ფსიქოლოგის სტატუსს:
„ასეთი კეთილშობილი მიზნით ქართველი ხალხი 9 აპრილის მერე არ შეკრებილა. ეს არ იყო პირადი ბრაზი, რაიმე სახის პირადი მოთხოვნა, ეს იყო თავისუფლების იდეის გადარჩენისთვის გაბრძოლება. იდეის, თორემ რა დღეშიც ვართ, ყველა ვხედავთ. და მონებმა ესროლეს ახალგაზრდებს, რომლებიც ადამიანის არსებობის განმავლობაში ფასეულობათა შორის ყველაზე მაღალ ღირებულებას, – თავისუფლებას იცავენ.
ვისაც ამის აღქმა არ შეუძლია, რა მოხდა, თავაზიანად მოგახსენებთ, – გონებაშეზღუდულია“.