"გოგოები და ბავშვები უნდა შეგვეყვანა ტაძარში და მამაომ კარები მოგვიხურა"

გუშინდელი აქციის მონაწილე ვახტანგ ჯაბანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც  წერს, რომ ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ ხალხს ქაშვეთის ტაძარში გოგონებისა და ბავშვების შეყვანა სურდათ, მაგრამ მღვდელმსახურმა ამის უფლება არ მისცა.

როგორც ჯაბანაშვილი წერს, ალექსანდროვის ბაღიდან ქაშვეთის ტაძრის მიმართულებით მიდიოდა, როდესაც ტაძრის ეზოში ხალხი შენიშნა. გაზის გაჟონვის შემდეგ იქ მყოფმა ხალხმა გოგონების და ბავშვების ტაძარში შეყვანის სურვილი გამოთქვეს, რა დროსაც მღვდელმსახურამა უთხრა, ყოველთვის აქ რას შემოდიხართ რა წესიაო და დახურა კარები.

"ქაშვეთის ეკლესიაში ვინმემ თუ იცით ვინარიან მანდ ან მამაო ან დედაო?გაზი რო გაუშვეს გოგოები და ბავშვები იყვნენ,უნდა შეგვეყვანა და კარები დახურეს,აქ რას შემოდიხართო,გადახედვა უნდა სასწრაფოდ ეკლესიებს,ვინები ბოგინობენ და რა ხალხი მოღვაწეობს იქ,საკუთარი სახლები ჰგონიათ მგონი მაგათ."