რა თქმა უნდა, უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის ადამიანი, ვინც საკუთარი მოწოდებით, გააზრებით თუ გაუაზრებლად შეძლო და პროვოკაცია მოაწყო, პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთს ისეთ დონეზე დააპირისპირა, რომ ამან შტურმის სახე მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.
გახარიას შეფასებით, გუშინ პოლიცია თავდაცვით მდგომარეობაში იყო და იცავდა საკუთარ თავს.
ამასთან, მედიის კითხვის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ თავად თანამდებობას მაშინ დატოვებს, როცა ამის საჭიროება იქნება.