დავით უსუფაშვილი:  კორდონის გარღვევა კომბლით, თუ კომბლის გარეშე დაუშვებელია, იქ პოლიციას უფლება ჰქონდა გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა

დავით უსუფაშვილი:  კორდონის გარღვევა კომბლით, თუ კომბლის გარეშე დაუშვებელია, იქ პოლიციას უფლება ჰქონდა გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა

,,როდესაც ოპოზიციის ლიდერების მხრიდან არასწორი, უკანონო მოქმედებების შედეგად წავიდა კორდონის გარღვევის მცდელობა,  კორდონის გარღვევა კომბლით, თუ კომბლის გარეშე- არის დაუშვებელი. იქ პოლიციას ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა",- ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ,,პირველის" ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ვნახეთ რა მოხდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგად.

,,ნაცმოძრაობის  ლიდერების  უპასუხისმგებლო  განცხადების  შემდეგ  ნახეთ  რა  მოხდა. გულანთებული  ახალგაზრდები,  როლებიც  მოვიდნენ  იქ   თავისი  საკუთარი  და  ეროვნული  ღირსების  დასაცავად  და  ითხოვდნენ რას,  რომ  ვინც  ეს  შესაძლებელი  გახადა,  გვანახეთ  ეს  ადამიანები  დასჯილი",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა