გუშინ, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გახარიას თქმით, მზადდება მასალა და ყველას ექნება ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა რუსთაველზე თითოეული წამის სიზუსტით.
„გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო. მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული. ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი, რამ რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, პარლამენტის შენობაზე მასში შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. ჩვენ საჯაროს გავხდით როგორ ვითარდებოდა რუსთაველზე მოვლენები“,- განაცხადა გახარიამ.
მოხერხება არ უნდა, რომ ცარიელ ადგილზე, საკუთარი ფეხების ქვეშ, ასეთი აფეთქება მოიწყო?!
არ ვემხრობი შეთქმულებისა და დაგეგმილი პროვოკაციის ვერსიას.
დარწმუნებული ვარ, ეს იყო რამდენიმე ადამიანის სიბრიყვისა და სირეგვენის შედეგი... რითაც იმწამსვე ისარგებლეს ნაცებმა, ააგდეს გულწრფელად აღშფოთებული ხალხი და კიეველი სუფლიორის კარნახით გადაწყვიტეს გაემეორებინათ 2003 წლის სცენარი - აეღოთ პარლამენტი და მოეხდინათ გადატრიალება... (რადგან დარწმუნდნენ, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ამოეწურათ!).
გამოიყენეს ხალხი საზარბაზნე ხორცად, კრიტიკულ მომენტში კი თვითონ დაითესნენ და რეზინის ტყვიები და უბედურება მიიღო იმ ხალხმა, ვინც თავი გასწირა , რომ მიშას ხელისუფლება დაებრუნებინა...(ასე გამოვიდა!)
მე უარესს მოველოდი: შეიძლება ნაცებმა გაიზიარონ "მაიდანის" გამოცდილება, - რომელიმე სახურავიდან ან ფანჯრიდან სნაიპერს ასროლინონ დემონტრანტების მიმართულებით, ხოლო მსხვერპლი დააბრალონ სპეცრაზმს-მეთქი... ამას რაც მოჰყვებოდა, გასაგებია.