დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
"მე ვფიქრობ რომ ყველა ვალდებული ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ, ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების აღშფოთებას და იმ ფონზე, რომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, როგორც კაცს და როგორც ადამიანს არ მაქვს უფლება დავრჩე პარლამენტში, ქართველი ხალხის გაღიზიანებად არ მიღირს არანაირი თანამდებობა, ამიტომ მზად ვარ დავტოვო დეპუტატის მანდატი", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მან გადაწყვეტილების შეუთანხმებლად მიღების გამო ყაზბეგის, თაიანეთისა და დუშეთში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.