უცხოურ მედიაში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებული მოვლენები აქტიურად შუქედებოდა.
“ეს დემონსტრაცია სპონტანურად შედგა, მას შემდეგ, რას ქართულმა ოპოზიციამ მოუწოდა ბევრი ქართველისათვის შეურაცხმყოფელი აქტის გაპროტესტებისაკენ – ენახათ ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტარი საკუთარ პარლამენტში.” – წერია BBC-ს სტატიაში
მოვლენებს ეხმიანება France 24 -ც:
France 24-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ მომიტინგეები პარლამენტის სპიკერის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს პარლამენტის ეზოში შესასვლელად, თუმცა პოლიციამ მათ უკან დაახევინა და აქცია შუაღამემდე მშვიდობიანად გრძელდებოდა, შემდეგ კი პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.