როცა იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე, აუცილებლად მარცხდები და ხარ ფსკერი

როცა იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე, აუცილებლად მარცხდები და ხარ ფსკერი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ვისაც აზრი აქვს შერჩენილი, გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო და უფრო მეტიც, როდიონოვის ღამის დარად ამ ღამეს გავრილოვის ღამე დაერქმევა. აღნიშნულის შესახებ თინა ხიდაშელი ფეისბუქში წერს.

„გაკვეთილები აქამდე ოროსან, წუხელ დამნაშავედ ქცეულ ხელისუფლებას: 1. როდესაც იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე აუცილებლად მარცხდებით და ხარ ფსკერი; 2. როდესაც იწყებ იმაზე დავას უი 7 ნოემბერს როგორ ადარებო აუცილებლად მარცხდები და უფრო ფსკერზე ეშვები; 3. როდესაც მხოლოდ ის გაქვს სათქმელი რომ უი რა სასაცილო იყო გუშინ უგულავა რეზინის ტყვიებზე შეშფოთდაო კიდევ უფრო დიდი ფსკერი ხარ, მასთან დასატოლებლად არ მომხდარა 2012, მასზე უკეთესს ითხოვდა ხალხი: 4. 24 საათზე მეტი გავიდა შენი დახმარებოთ და ხელშეწყობოთ გავრილოვის მიერ საქართველოს თავზეგადავლიდან და ის ტიპი ვიზიტსაც რომ არ წყვეტს და ისევ შენი ქვეყნის მეორე პირია უფსკრულში ხარ გადაჩეხილი; 5. ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ვისაც აზრი შერჩენილი აქვს გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო და უფრო მეტიც როდიონოვის ღამის დარად ამ ღამეს გავრილოვის ღამე დაერქმევა რაც უფრო მეტად დაგიმძიმებთ სასჯელს; 6. და ბოლოს, ამ წუთის მდგომარეობით მიშას თქვენზე მორალური უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერს შინაარსი გამოაცალეთ და სიმბოლოების დონეზე დატოვეთ, ხოდა 8 ნოემბერს ამ დროისთვის ის უკვე გადამდგარი იყო და პასუხისმგებლობა აღებული ქონდა. 7. გაფრთხილებდით ეგ კაცი გადაგჩეხავთთქო და არ დაიჯერეთ. ჩვეულებრივი რუსი სალდაფონია, ხოდა გამოაცხადა რუსული სიდიადით დევნა და ძალადობა საკუთარ ხალხზე ამოცანად და დაგისვათ წერტილი. 8. ახლა თავზე რომ დაგახურებთ დედამიწა მორიგი რუსული სცენარი მოიმარჯვეთ და აგინეთ ყველას, ჩვენს საქმეებში ნუ ერევითო ეძახეთ; 9. იმასავით რიგგარეშე არჩევნები რომც იყოს შეიძლება მოიპარო, იყიდო ესეც გვინახავს, მაგრამ პასუხისმგებლობას რომ ვერ გაექცევი, ეს მგონი უკვე უნდა გესწავლა, თუმცა რა ვიცი. 10. ერთი კია, ვინ უნდა გადადგეს დღეს რომ ფასი ქონდეს, ის ისედაც გადამდგარია“, - წერს თინა ხიდაშელი.

სოციალისტი ხიდაშელი - "7. გაფრთხილებდით ეგ კაცი გადაგჩეხავთთქო და არ დაიჯერეთ. ჩვეულებრივი რუსი სალდაფონია, ხოდა გამოაცხადა რუსული სიდიადით დევნა და ძალადობა საკუთარ ხალხზე ამოცანად და დაგისვათ წერტილი." ვისზე ამბობს ხომ არ იცით??!!
6 წლის უკან
უ ც ხ ო :
ამას რომ დიდი ქაოსი აქვს თავში, ეს მხოლოდ თავისი პრობლემაა, მაგრამ საქართველოს პრობლემა ისაა, ვინც ასეთი აბდა-უბდა მოაზროვნე ქალი , ისრაელივით მტრებით გარემოცული ქვენის თავდაცვის მინისტრად დანიშნა. შედეგიც მყისიერად მივიღეთ: ისრაელში თუ ქალებიც მიჰყავთ ჯარში, ამან კაცების გაწვევაც გააუქმა!
6 წლის უკან
Maverick ხიდაშელო რეებს ბოდავ რა 7 ნოემბერი, რისი 26 მაისი, ჯერ გააანალიზე ვინ აპროტესტებდა, ვინ გამოეყო პროტესტს, რაოდენობრივად შეადარე პროტესტის გამომხატველი მასის ოდენობა 7/11-26/5-ს და ამ პროტესტს, ხელი მოისვი შიგ ხომ არ გაქვს?! კონსტიტუციური უფლებების შემლახავ, დამრღვევ ნებისმიერ ადამიანს კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მოეთხოვოს პასუხი, განსაკუთრებით ამ შეგნებულად მოწყობილი პროვოკაციის ყველა შემოქმედს!!!
6 წლის უკან