ივანიშვილი შეეცდება ერთი-ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს

ივანიშვილი შეეცდება ერთი-ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს

ახლა ივანიშვილი შეეცდება გამოვიდეს, ერთი ბარტყი გადმოაგდოს, ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს, თვალები ჩააპაჭუნოს. ხალხო, მე მგონი, აღარ ვჭამთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს მოუწოდებს, გავიდნენ დღეს რუსთაველის გამზირზე და დაასრულონ ივანიშვილის მმართველობა.

ამასთან, მან ჩართვისას აღნიშნა, რომ რუსების გამო დაესხნენ ხალხს თავს.

„ახლა ივანიშვილი შეეცდება გამოვიდეს, ერთი ბარტყი გადმოაგდოს, ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს, თვალები ჩააპაჭუნოს. ხალხო, მე მგონი, აღარ ვჭამთ. ერთხელ გვაჭამა, ორჯერ გვაჭამა, სამჯერ გვაჭამა, რამდენჯერ უნდა გვაჭამოს? ეს კაცი არის უბედურების თავი და თავი და წყარო. ვიღაც ქოჩორა კობახიძეს გადმოაგდებს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არის კობახიძე? ეგეთი კობახიძეები ჰყავს მთელი ლეგიონი. ეს კაცი უნდა მოშორდეს და დააბრუნოს რაც ქართველ ხალხს მოპარა, რამდენიმე მილიარდი ლარი ბოლო წლების განმავლობაში.

ეს კაცი, კალაძე, ყველა დანარჩენი იცავენ თავის ქონებას, რომელიც თქვენ მოგპარეს. გახარია საერთოდ რუსეთის სპეცსამსახურების დასმულია და როგორც პუტინი ისე უსწორდებოდა გუშინ ხალხს. ამიტომ ყველანი უნდა დავდგეთ ერთად მიუხედავად წარსული განსხვავებებისა", - განაცხადა სააკაშვილმა.