პროვოკატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე.
გია ვოლსკის სხვა განმარტება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ოფისში ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე სამსჯელოდ იკრიბებიან.
ამ წუთებში მმართველი პარტიის ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე და ირაკლი კობახიძეც ესწრებიან.