ბარამიძე პასუხისმგებლობას დემოსტრანტებს აკისრებს:

ბარამიძე პასუხისმგებლობას დემოსტრანტებს აკისრებს: "ხალხს უნდოდა პარლამენტში შესვლა"

„პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ხალხმა ეს სპონტანურად თვითონ გააკეთა. ხალხი არის გაბრაზებული და ერთობლივი გადაწყვეტილება არავის არ მიუღია. ჩვენ ვცდილობდით, რომ ხალხი დაგვეშოშმინებინა. ხალხი არის ძალიან გაბრაზებული. ხალხი გია ბარამიძეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არ მოუყვანია. ჩვენ ყველანი მოვედით ჩვეულებრივი მოქალაქეები. არ გავჩერდებით, ვაპირებთ კონსტიტუციური, მშვიდობიანი და კანონით დაშვებული გზის გამოყენებას“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ  ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ხალხს უნდოდა საქართველოს პარლამენტში შესვლა: „იმისთვის, რომ ის უწმინდურობა გაიწმინდოს. რუსის დროშა რომ დაგვახურეს თავზე. პუტინის საცეცი და მეტაზტაზი რომ დაგვასვეს თავზე. საქართველოს პარლამენტში რომ ჩვეულებრივი ადამიანები შევიდნენ რამე დაემართება ამ პარლამენტს? იმაზე უარესი ვიდრე გავრილოვი იყო შესული“- განაცხადა ბარამიძემ.

სოციალისტი მაგ პარლამენტს რაც დაემართა და რაც ახსოვს, ყველა იმ საშინელებას ვერც კი ჩამოვთვლი.
6 წლის უკან