“ქართველ პოლიტიკოსად წოდებული პოლიტიკური შარლატანი ხართ” – მოქალაქე გრიგოლ ვაშაძეს დაუპირისპირდა

“ქართველ პოლიტიკოსად წოდებული პოლიტიკური შარლატანი ხართ” – მოქალაქე გრიგოლ ვაშაძეს დაუპირისპირდა

გამარჯობა გრიგოლ ვაშაძე, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თქვენ გიწოდოთ ქართველ პოლიტიკოსად წოდებული პოლიტიკური შარლატანი, დიდი მადლობა” – ასე მიმართა ჭავჭავაძის გამზირზე მყოფმა ახალგაზრდამ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი გრიგოლ ვაშაძეს.

“გამარჯობა, გრიგოლ ვაშაძე, ნიკოლოზ ლეკიშვილი გახლავარ და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ გიწოდო პოლიტიკური შარლატანი. დილის 6 საათზე ჩემი სიტყვა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წინ არის აი, ეს…” – მიმართა ახალგაზრდა მამაკაცმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს.

19:00 საათზე აქცია დაანონსა, სადაც მომიტინგეებს ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმებს გააცნობენ.

რ შევწყვეტთ აქციებს, საღამოს, 19:00 საათზე ვიკრიბებით ისევ პარლამენტთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს.

„ნახავენ, რამდენი ადამიანი მოვა. პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები უკვე არაფერ შუაშია აღარ არიან, ე.წ. ხელისუფლება დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს,

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირებზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ. ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გზის რეაბილიტაციის გამო ქუჩა გადათხრილია, აქციის მონაწილეებმა ქვები მოიმარაგეს.

პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც დღის განმავლობაში აქცია იმართებოდა, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მათ მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.