მძიმე ღამის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ “გაიღვიძა”, რომელიც აქციების არ შეწყვეტით იმუქრება

მძიმე ღამის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ “გაიღვიძა”, რომელიც აქციების არ შეწყვეტით იმუქრება

მძიმე ღამის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ “გაიღვიძა”, რომელიც აქციების არ შეწყვეტით იმუქრება. ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მივიდა, სადაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„ნახავენ, რამდენი ადამიანი მოვა. პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები უკვე არაფერ შუაშია აღარ არიან, ე.წ. ხელისუფლება დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც წაართვა კონსტიტუციური უფლებები და შეურაცხყოფა მიაყენა იმას, რასაც ამდენი წელია, ეს ხალხი იცავს, ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირებზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გზის რეაბილიტაციის გამო ქუჩა გადათხრილია, აქციის მონაწილეებმა ქვები მოიმარაგეს.

პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც დღის განმავლობაში აქცია იმართებოდა, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მათ მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.