დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ვინ არის საქართველოში კრემლისტური ძალა. პარლამენტთან მიმდინარე ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებმა საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ რუსეთთან ერთად მტრობენ საქართველოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ილია ჩაჩიაბია “ფეისბუქის” გვერდზე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ წერს.
“ვასაძის კომბლებით აღშფოთებულმა “ნაცებმა” პოლიციას ქვები დაუშინეს… არ ხართ თქვენ მართალი ხალხი!”, – წერს ჩაჩიბაია სოციალურ ქსელში.
„პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ხალხმა ეს სპონტანურად თვითონ გააკეთა. ხალხი არის გაბრაზებული და ერთობლივი გადაწყვეტილება არავის არ მიუღია. ჩვენ ვცდილობდით, რომ ხალხი დაგვეშოშმინებინა. ხალხი არის ძალიან გაბრაზებული. ხალხი გია ბარამიძეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არ მოუყვანია. ჩვენ ყველანი მოვედით ჩვეულებრივი მოქალაქეები. არ გავჩერდებით, ვაპირებთ კონსტიტუციური, მშვიდობიანი და კანონით დაშვებული გზის გამოყენებას“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ხალხს უნდოდა საქართველოს პარლამენტში შესვლა.
რუსთაველის გამზირზე, მას შემდეგ რაც სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად ცრემლდმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, ადგილზე გიორგი ვაშაძე მივიდა. ის “იმედის” ეთერში განცხადებას აკეთებდა, როდესაც აქციაზე დაშავებული მოქალაქე მიუახლოვდა და პრეტენზიებით მიმართა, თუმცა ვაშაძემ უთხრა რომ დღეს აქციაზე ყველა საქართველოს გამო დგას და მას გაეცალა.
თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დარბევისას სამართალდამცავების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით ათეულობით ადამიანი დაშავდა. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია.
სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს კადრებს, რომლებზეც აღბეჭდილები არიან დასისხლიანებული ადამიანები, რამდენიმე მათგანს ეტყობა დაზიანება თვალის არეში.