“ვანოს მიუსხდებიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის!”

“ვანოს მიუსხდებიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის!”

“ნაც.სექტის ლიდერები მაგარ შარში არიან და ახლა ყველაფერს ხალხს აბრალებენ!” – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლებიდან გამომდინარე წერს:

“დეპუტატებს იმუნიტეტი იცავს, მაგრამ რა ელით ვაშაძეს, უგულავას, ბარამიძეს და სხვებს?!

უკვე ხვდებიან, რომ მალე ვანოს მიუსხდებიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის!” – წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტიც დაშავდა.

ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

აქციის მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე იმყოფება. აქციის მონაწილეები რუსთაველზე არსებულ ინფრასტრუქტურას აზიანებენ. ისინი აზიანებენ ქუჩაზე მდგარ ავტომანქანებსაც. პერიოდულად, მათ სამართალდამცველები აკავებენ. დაკავებულთა რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისი დაარბიეს და პარტიის დროშა დაწვეს.

პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც დღის განმავლობაში აქცია იმართებოდა, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მათ მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.