შეშინებული ნიკა გვარამია ტერიტორიიდან დაცვამ გაიყვანა (ვიდეო)

შეშინებული ნიკა გვარამია ტერიტორიიდან დაცვამ გაიყვანა (ვიდეო)

რუსთაველზე დაძაბული ვითარებისას ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის დირექტორი ნიკა გვარამია ტერიტორიიდან დაცვამ გაიყვანა.

მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებას ცდილობენ, თუმცა სპეცრაზმი მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

ახლა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, დარჩენილი დემონსტრანტები კი ბარიკადებს აკეთებენ და ქვებს, სხვადასხვა ნივთებს ესვრიან სამართალდამცველებს. მათ სპეცრაზმთან მიახლობა სცადეს, თუმცა ძალოვნებმა აქციის მონაწილეების მიმართულებით ცრემლმდენი გაზი გაუშვეს, რის გამოც მათ უკან დაიხიეს.

ბოლო ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტიც დაშავდა.

ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.