საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ვახუშტი მენაბდე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“პოლიტიკოსებმა ერთმანეთს შეატოვეს დემონსტრანტები და პოლიცია. უკვე ორი საათია ხელჩართული ბრძოლა მიდის პარლამენტის წინ და არავინ ლიდერთაგან, არცერთ მხარეს არაფერს აკეთებს სიტუაციის განმუხტვისთვის”, – წერს ვახუშტი მენაბდე.