გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში:  მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში: მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას თბილისში გერმანიის საელჩოს ოფიციალური ფეისბუკ-გვერდის საშუალებით ეხმაურება.

„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ“, - აცხადებს ჰუბერტ ქნირში.