პოლიტიკურ ველს სამუდამოდ უნდა მოშორდეს ყველა, ვინც ამ უბედურებისთვის გაიმეტა ეს ქვეყანა, გაბრაზებული ხალხის ენერგია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა

პოლიტიკურ ველს სამუდამოდ უნდა მოშორდეს ყველა, ვინც ამ უბედურებისთვის გაიმეტა ეს ქვეყანა, გაბრაზებული ხალხის ენერგია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა

პოლიტიკურ ველს სამუდამოდ უნდა მოშორდეს ყველა, ვინც ამ უბედურებისთვის გაიმეტა ეს ქვეყანა, გაბრაზებული ხალხის ენერგია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა და აზრი დაუკარგა დღევანდელ პროტესტს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი სოფო ვერძეული სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები დამღუპველია.

„დამღუპველია, რაც ახლა რუსთაველზე ხდება. პოლიტიკურ ველს სამუდამოდ უნდა მოშორდეს ყველა, ვინც ამ უბედურებისთვის გაიმეტა ეს ქვეყანა, გაბრაზებული ხალხის ენერგია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენა და აზრი დაუკარგა დღევანდელ პროტესტს.

„გადაგორების” სტრატეგიით ხელისუფლებამ ისევ ღრმა კრიზისი შექმნა და საბოლოოდ ისევ ხალხი და პოლიცია დააყენა ერთმანეთის პირისპირ.

მძიმე ღამეა. პოლიციამ არ უნდა დაუშვას არაპროპორციული ძალის გამოყენება არც ადგილზე და არც დაკავებულების მიმართ. ხალხს უნდა მიეცეს ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება“, – აცხადებს სოფო ვერძეული.

პარლამენტის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები აქციის დაშალას ცდილობენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია დატოვა.

 

სოციალისტი ესენი პოლიტიკურ ველს თავისით არ მოშორდებიან. მგონი ყველას კარგად გვესმის ეს ამბავი?! ძალით უნდა გაიყვანო პოლიტიკური ველიდან, მაგრამ ამისათვის მტკიცე ნება და შესაბამისი ძალაა საჭირო ანუ ლავრენტი ბერიას ტოლი კაცი გვჭირდება. ისიც შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან ირგვლივ და შორე-ახლოს სულ გარე მტრები გვახვევია, რომლებიც ყველა დესტრუქციული პროცესების ინიციატორად გვევლინებიან! აი ხედავთ, თურმე ლგბტ თემის უფლებების შელახვა იმით, რომ არ მიიღებ მატ პროპაგანდას, პროპაგანდისტულ მარშებს დემოკრატიის ხელყოფაა, ხოლო ის რომ ვიღაც სულელი კაცი სადღაც დაჯდა, საკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა იმისათვის, რომ პოლიტიკური ლიდერები გამოსულიყვნენ და თავგზააბნეული ხალხისთვის მოეწოდებინათ ხელისუფლები ძალადობრივი დამხობისაკენ, ძალადობით, მასიური არეულობით! დღესვე ეს "პოლიტიკური ლიდერები" უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული, გასამართლებული სამშობლოს მოღალატის მუხლით, მკაცრად, ძალიან მკაცრად დასჯილი.
4 წლის უკან