ძალადობა მიუღებელია და მას ექნება ადეკვატური პასუხი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში განუცხადა.
მისივე თქმით, მისთვისაც, როგორც საზოგადოების წევრისთვის მიუღებელი იყო რაც მოხდა, მაგრამ ახლა მიმდინარე პროცესი აჩვენებს, რომ ადგილი აქვს პროვოკაციას.
„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აქაც მე მსურს საზოგადოებას მივმართო. მეც ვარ საზოგადოების ნაწილი და ჩემთვისაც ეს ყველაფერი ისევე მიუღებელი იყო, როგორც თითოეული თქვენთაგანისთვის და ბუნებრივია ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა,მაგრამ თვითონ ის ფაქტი როგორ მოხდა ეს, თვითონ ის ფაქტო, რასაც დღე ვადევნებთ თვალყურს არის იმისი მაგალითი, რომ ჩვენ გვაქვს საქმე პროვოკაციასთან,“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.